leaderboard_below_slide
left_sabechdi

პაატა ზაქარეიშვილი: ამ არჩევნებზე პირველად გამოჩნდა ანტითურქული და ანტისომხური განწყობები

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი: აფხაზეთში 2025 წელს ჩატარებული „საპრეზიდენტო“ არჩევნები გამოირჩეოდა აგრესიულობით, ძალადობით, აგრესიული რიტორიკით და ერთმანეთის და ცესკო-ს მიმართ უნდობლობით. უნდობლობა არჩევნების შედეგებსაც ეხება. მანამდე, ასეთი რამ აფხაზური არჩევნებისთვის დამახასიათებელი არ იყო.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი ერთმანეთთან დასაპირისპირებლად მზადაა, როგორც ჩანს, ამაზე გარე ფაქტორები ახდენენ გავლენას. ამ არჩევნებზე ბევრი ისეთი რამ გამოჩნდა, რაც მანამდე არ ჩანდა. ვგულისხმობ რუსეთის პირდაპირ თავხედურ ჩარევას. რუსეთი მანამდე ენდობოდა ნებისმიერ მხარეს, იმიტომ რომ ყველა ისინი პრორუსულები იყვნენ. ამ არჩევნებზე რუსეთი პირდაპირ იყო ჩართული.

ამ არჩევნებზე პირველად გამოჩნდა ანტითურქული განწყობები და აღვირახსნილი ანტისომხური განწყობები. ყველაფერი, ის, რაც მანამდე არ ჩანდა ანტითურქული განწყობების გარდა, ახლა ანტისომხური განწყობებიც არავის არ დაუფარავს. არც რუსეთის არჩევნებში პირდაპირი ჩარევა ერთი მხარის სასარგებლოდ. ამან გამოიწვია ის, რომ აფხაზეთში ვითარება საკმაოზე მეტად დაძაბული, პოლარიზებული და ერთმანეთის მიმართ შეურიგებელი იყო და ასეთად რჩება.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

ასევე იხილეთ