leaderboard_below_slide
left_sabechdi

შალვა პაპუაშვილი: კარგად გვახსოვს, როგორ მოითხოვდა ლატვიის პრეზიდენტი, რომ რუსეთისთვის სანქციები დაგვეწესებინა, ანუ ეკონომიკა დაგვენგრია

„კარგად გვახსოვს, როგორ მოითხოვდა ლატვიის პრეზიდენტი, რომ რუსეთისთვის სანქციები დაგვეწესებინა, ანუ ეკონომიკა დაგვენგრია – დღეს უკვე ვიცით, რომ, ომის პარალელურად, ლატვია რუსეთში ვისკის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი გახდა“, – წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე.

პაპუაშვილი აზიარებს ლატვიის პრეზიდენტის 2023 წლის 28 სექტემბერს გაკეთებულ განცხადებას, რომ საქართველო უნდა შეუერთდეს რუსეთის წინაშე დაწესებულ სანქციებს.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ომის პარალელურად, ლატვია რუსეთში ვისკის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი გახდა, ისე, რომ ვისკის ერთ წვეთსაც არ აწარმოებს.

მისი თქმით, ლატვიის პრეზიდენტისთვის, რომ დაეჯერებინათ ეს ქართული ეკონომიკის დანგრევას გამოიწვევდა.

,,სანქციებზე და ლატვიაზე გამახსენდა. დღეს ვეღარავინ უარყოფს, საქართველოს რუსეთისთვის სანქციები რომ დაეწესებინა, ეს ჩვენი ეკონომიკის დანგრევას, რუსეთთან ესკალაციას და შესაძლო ახალ ომს ნიშნავდა.

დღეს ყველას კარგად გვახსოვს, როგორ მოითხოვდა ლატვიის პრეზიდენტი, რომ რუსეთისთვის სანქციები დაგვეწესებინა, ანუ ეკონომიკა დაგვენგრია და ესკალაციაზე წავსულიყავით.

დღეს ჩვენ უკვე ვიცით, რომ, ომის პარალელურად, ლატვია რუსეთში ვისკის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი გახდა, ისე, რომ ვისკის ერთ წვეთსაც არ აწარმოებს.

შარშან, მის სხვა ბალტიელ კოლეგებთან ერთად საქართველოში ყოფნისას, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრსაც ვკითხე – ხომ აღმოვჩნდით ჩვენ მართლები, სანქციები რომ არ დავაწესეთ და თქვენ, ვინც ამისკენ მოგვიწოდებდით, მტყუანი? პასუხად სიჩუმე იყო“, – წერს პაპუაშვილი.

ასევე იხილეთ