leaderboard_below_slide
left_sabechdi

გიორგი ვოლსკი: მზია ამაღლობელის თემა ორმაგი სტანდარტით არის შეფასებული გერმანიის მხრიდან

“თემა, რომელიც მზია ამაღლობელთან არის დაკავშირებული, არის ორმაგი სტანდარტით შეფასებული გერმანიის მხრიდან – ვერცერთ გერმანელ პოლიციელს არათუ ხელს ვერ დაარტყამ, არამედ ხელს ვერ ახლებ ისე, რომ ამას შესაბამისი ხისტი მოქმედება არ მოჰყვეს”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას.

„ეს თემა, რომელიც მზია ამაღლობელთან არის დაკავშირებული, არის ორმაგი სტანდარტით შეფასებული გერმანიის მხრიდან, ვინაიდან ამ სიტუაციაში ვითარების დაძაბვისაკენ მოუწოდებს ეს კონკრეტული ქმედება, რასაც პოლიციელისთვის ხელის დარტყმა ჰქვია. ვერცერთ გერმანელ პოლიციელს არათუ ხელს ვერ დაარტყამ, არამედ ხელს ვერ ახლებ ისე, რომ ამას შესაბამისი ხისტი მოქმედება არ მოჰყვეს. ხისტ მოქმედებას რომ თავი დავანებოთ, კანონის წინაშე, რასაკვირველია, პასუხისმგებელი ხარ. აქედან გამომდინარე, სამწუხაროა ორმაგი სტანდარტი და ეს ახასიათებს არამარტო გერმანიას“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვს.

ასევე იხილეთ