დავით მათიკაშვილი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე: ეს არის ის ორმაგი სტანდარტი, რომელიც ანგრევს საქართველოსა და გერმანიას შორის არსებულ ძალიან კარგ ურთიერთობას

“როდესაც სახეზეა ვიდეოკადრები, რომელშიც ქალბატონი მზია ხელს ურტყამს პოლიციის მაღალჩინოსანს, თურმე ეს შემთხვევა არაფერი არ არის სამართლებრივად და აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს ამაღლობელი, ხოლო როდესაც სიტყვიერად მიმართავენ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს, იმის მიმართ სისხლის სამართლებრივი საქმეები უნდა აღიძრას”, – განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა.
„ეს არის ის ორმაგი სტანდარტი, რომელიც ანგრევს საქართველოსა და გერმანიას შორის არსებულ ძალიან კარგ ურთიერთობას და ამ ყველაფერში სამწუხაროდ დამსახურება სწორედ გერმანიის მხარიდან მომდინარეობს“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვს.