უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ყოფილმა მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმა ზელენსკისა და დონალდ ტრამპის შეხვედრაზე ვრცლად ისაუბრა. youtube არხზე ვრცელ ინტერვიუში არესტოვიჩი მიმოიხილავს, რა მოხდა თეთრ სახლში და რა შეიძლება მოჰყვეს პრეზიდენტების სკანდალურ შეხვედრას.
“ჩვენი საუკეთესო მეგობარი ამ შემთხვევაში ისრაელი იქნებოდა, რომელიც ნათლად ამბობს, რომ რუსეთის წინააღმდეგ არ იბრძოლებს.
ვერც ტრამპი, ვერც ბაიდენი და ვერც სხვა ამ უსაფრთხოების გარანტიებს ვერ მოგვცემს. მე მოვუწოდებ ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც ორ ბანაკად არიან გაყოფილი, ამ სიტუაციაში უსაფრთხოების გარანტიები შეუძლებელია. ვერც ნატოში შესვლაა ამის გარანტია, რადგან ისინი ჩვენ ნატოში არ მიგვიღებენ, სწორედ ეს აღიზიანებს რუსეთს, ერთადერთი უსაფრთხოების გარანტია იქნება, როცა ამერიკული არმია პირდაპირ ჩაერთვება უკრაინის ტერიტორიაზე ომში – ამაზე ამერიკა არასდროს წავა, არ წასულა ბაიდენი, და არც ტრამპი წავა. ტრამპის გადმოსახედიდან ეს ფუჭი საუბარია და ეს მას აღიზიანებს.
3 წუთი იყო დარჩენილი, რომ ხელშეკრულებაზე ხელი მოეწერათ, ზელენსკის ტრამპის პაროდია რომ არ გაეკეთებინა, ახლა ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა. რატომ არ შეაჩერა ეს ყველაფერი ტრამპმა? მე, ალბათ, გავაჩერებდი შეხვედრას, მაგრამ ამ თავხედური საქციელით ისინი გამოშტერდნენ. გასაგებია ზელენსკის ლოგიკა და მოთხოვნები, მაგრამ ახლა დავსვათ კითხვა, ჩვენთვის სასარგებლოა ეს კამათი, თუ ჩვენთვის სასარგებლო არ არის ვინ უნდა შეჩერებულიყო?“, – აღნიშნავს ოლექსი არესტოვიჩი ტრამპი-ზელენსკის შეხვედრის განხილვისას.
შეგახსენებთ, რომ 28 თებერვალს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან თეთრ სახლში კამერების წინაშე იკამათეს. ეს ზელენსკისა და ტრამპს შორის მოლაპარაკებებამდე მედიასთან საუბრის დროს მოხდა.
წყარო: “კვირის პალიტრა”