leaderboard_below_slide
left_sabechdi

ლაშა ტალახაძე სანქციებზე: დარწმუნებული ვართ იმაში, რომ ჩვენ ვაკეთებთ ჩვენი ქვეყნის ღირსეულ საქმეს, რაც მომავალ თაობას წაადგება

საქართველოს მოქალაქეების სანქცირებისთვის ბალტიის ქვეყნებს მადლობას უხდიან რადიკალურ ოპოზიციასთან დაახლოებული ორგანიზაციები. სახელისუფლებო გუნდისთვის ეს სანქციები უშედეგოა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ლაშა ტალახაძის თქმით, საკუთარი ქვეყნისთვის ბრძოლას გააგრძელებენ.

„ვხედავთ, თუ როგორი უსუსურები არიან, საერთოდ რეალობას არიან მოწყვეტილები. ჩვენთვის პირადად არაფერს ნიშნავს იმიტომ, რომ ის საქმე, რასაც მე და ჩემი გუნდი ვაკეთებთ, გაცილებით მეტია, ვიდრე პატარა კაცის პატარა სანქცია. ასე დავარქმევდი. ასე, რომ ხმამაღლა ვიტყვი, ნამდვილად ვერაფერს დაგვაკლებენ ამით. გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლას, ყველა იმ გადადგმულ ღირსეულ ნაბიჯს, რასაც ჩემს გუნდთან ერთად ვაკეთებ და ალბათ, ეს არის მთავარი მიზანი, რომ გაბოროტდნენ და სხვა გზა არ დარჩენიათ. არც არის გასაკვირი, რომ ოპოზიციის მხარდამჭერები მსგავს სმს აგზავნიან იმიტომ, რომ მათ ჰგონიათ ჩვენ რამე გვაკლდება ამით. დარწმუნებული ვართ იმაში, რომ ჩვენ ვაკეთებთ ჩვენი ქვეყნის ღირსეულ საქმეს, რაც ჩვენს მომავალ თაობას წაადგება“, – აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას ლაშა ტალახაძემ.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც კიდევ 55 ქართველს ქვეყანაში შესვლა აეკრძალა.

ასევე იხილეთ