დავით სონღულაშვილი: შუა დერეფნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მდგენელი ცენტრალური აზიის ქვეყნებია და განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ამ ქვეყნებთან ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურება

„შუა დერეფნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მდგენელი ცენტრალური აზიის ქვეყნებია, ამიტომ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ამ ქვეყნებთან ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურება”, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა უზბეკეთში ვიზიტზე საუბრისას.
„განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო აგრო-სასურსათო პროდუქციის საექსპორტო პოტენციალი უზბეკეთში და შესაბამისად, ჩვენი გამოცდილებების გაზიარება გარემოსდაცვის მიმართულებით. პოტენციალი საკმაოდ დიდია. მოგეხსენებათ, რომ შუა დერეფნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მდგენელი ცენტრალური აზიის ქვეყნებია და ამიტომ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ამ ქვეყნებთან ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურება“ – განაცხადა სონღულაშვილმა.
საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის განვითარება და უზბეკეთთან თანამშრომლობის მნიშვნელობა. პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გრძელდება. ირაკლი კობახიძე ტაშკენტში 5 მინისტრთან და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან ერთად იმყოფება.