პიტერ სიიარტო: შემაშფოთებელია პატრიოტულ ძალებსა და მთავრობებზე თავდასხმა იმის გამო, რომ ისინი ეროვნულ არჩევნებში იმარჯვებენ

უნგრეთი საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ შემაშფოთებელია პატრიოტულ ძალებსა და მთავრობებზე თავდასხმა მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი ეროვნულ არჩევნებში იმარჯვებენ.
ეს განცხადება სიიარტომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან ვაშინგტონში გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
„ეკონომიკური, პოლიტიკური და მორალური კრიზისი ევროპაში ჩანს ოკეანის სხვა ნაპირიდანაც. ჩვენ ვთანხმდებით იმაზე, რომ ეროვნული თვითმყოფადობის მხარდაჭერა ამ არცთუ ისე მარტივ პერიოდში მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს. ეს იწვევს სერიოზულ შეშფოთებას იმასთან დაკავშირებით, რომ პატრიოტულ ძალებსა და მთავრობებზე თავდასხმა ხდება მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი ეროვნულ არჩევნებში იმარჯვებენ“, – დაწერა სიიარტომ.
მისი თქმით, ახლა ძალიან საჭიროა, რომ პატრიოტული ძალები გაერთიანდნენ.