leaderboard_below_slide
left_sabechdi

ისნის რაიონის გამგებელი დავით ხაბეიშვილი იქნება

ისნის რაიონის გამგეობას დავით ხაბეიშვილი უხელმძღვანელებს.

გამგებლის კანდიდატურა თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე წარადგინა.

„დავით ხაბეიშვილი მერიის უწყებაში წლებია მუშაობს. ის გამგებლის მოადგილე გახლდათ. დავითი პროფესიით საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრია. იგი გამოირჩევა პროფესიონალიზმითა და მენეჯერული თვისებებით. დარწმუნებული ვარ, ის იქნება წარმატებული გამგებლის საპასუხისმგებლო თანამდებობაზე და ერთად მოვახერხებთ იმ გამოწვევების და პრობლემების დაძლევას, რომელიც არსებობს. მინდა, დავით ხაბეიშვილს წარმატებები ვუსურვო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე იხილეთ