აშშ-მა დიდ ბრიტანეთს უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის გადაცემა აუკრძალა. ინფორმაციას Daily Mail-ი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის ექსპერტზე, ფილ ინგრემზე და გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის კვლევების ინსტიტუტის დირექტორზე, მეთიუ სევილზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, ბრიტანეთის სამთავრობო კავშირის ცენტრმა, სადაზვერვო სააგენტოებმა და ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს შესაბამისმა ქვედანაყოფებმა მიიღეს ბრძანება, რომელიც ამერიკის სადაზვერვო ინფორმაციის გადაცემას კრძალავს.
„აშშ-ის პარტნიორებს დაზვერვის სფეროში, დიდი ბრიტანეთის ჩათვლით, სადაზვერვო ინფორმაციის გადაცემა აუკრძალეს. აშშ მკაცრად გააკონტროლებს მისი სადაზვერვო ინფორმაციის გავრცელებას უკრაინაში, კიევში მოქმედი სააგენტოების მეშვეობით“, – ციტირებს გამოცემა ინგრემს.
როგორც Daily Mail-ი აღნიშნავს, აკრძალვა უკავშირდება 28 თებერვალს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და უკრაინის ლიდერის, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარ სიტყვიერ დაპირისპირებას.