leaderboard_below_slide
left_sabechdi

გელა ზედელაშვილი: მაგარი ბიჭები იბრძვიან აშშ-ის კეთილდღეობისთვის და განა ეს ყველაფერი არ უნდა იყოს ჩვენთვის კარგი გაკვეთილი?

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კონგრესში გამოსვლას ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„მაგარი ბიჭები!

*

ეს არ გახლავთ აშშ-ის რეფორმა, ეს არის წმინდა წყლის რევოლუცია, რომელიც სამუდამოდ დაასამარებს ლიბერდებილთა პარპაშს!

უამრავი პრობლემა აქვს დღეს აშშ-ს და ეს არ არის მხოლოდ დღევანდელი პრობლემა, ეს იყო გუშინაც და გუშინწინაც.

ჩვენში ხშირად ამბობენ, ტრამპი და მისი ადმინისტრაცია მხოლოდ ამერიკის ინტერესებით მოქმედებს, საქართველო აქედან ვერაფერს იხეირებსო.

იხეირებს!

ჩვენ თუ თავს დავაღწევთ 30-წლიან სიცრუეს, უზარო დიქტატს, მუდმივად საფრთხის ქვეშ ყოფნას და გვექნება სუვერენიტეტი, რათა ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდვნოდეს, განა ეს არ იქნება ხეირი?

რასაკვირველია, მონსტრების გარემოცვაში ბოლომდე არავინ „გაგვაბლატავებს“, მაგრამ ყველაფერი მაინც შედარებითია – რასაც აშშ-ელები და გახრწნილი ევროპიელი ჩინოვნიკები ჩვენს მიმართ კადრულობდნენ, ასეთი რამ საბჭოთა პერიოდში კრემლის ბინადრებსაც არ უკადრებიათ. თუკი ეს მარაზმი დამთავრდება და აღარ მოგვიწევს იმის მტკიცება, რომ მაწონი შავი კი არა, თეთრია… რომ „ფეჩი“ გარმონი კი არა, უბრალოდ გასათბობი საშუალებაა… რომ ამერიკული რუსული კი არა, ამერიკულია და შეიძლება ქართულიც კი იყოს… განა ეს არ იქნება ხეირი?

იქნება!

*

და მაინც, რაო, მაგარმა ბიჭებმა?

რაო და… ჩვენ ვაცხადებთ ყველა საერთაშორისო დახმარების გაყინვას!

ვწყვეტთ აშშ-ის მონაწილეობას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში!

ვწყვეტთ ყველა შეზღუდვას, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციამ დააწესა!

აშშ აღარ იქნება ღია გენდერული მრავალფეროვნებისთვის!

ჩვენ გვყავს 130 000-ზე მეტი ადამიანი, რომელიც  160 წელზე მეტი ასაკისაა და ერთი ადამიანი გვყავს ამერიკაში, რომელიც 300 წელზე მეტი ხნისაა!

ყველა ქვეყანა, რომელიც ჩვენზე ტარიფებს აწესებს, მიიღებს საპასუხო ტარიფებს ჩვენგან!

ჩვენ თითქმის ყველა ქვეყანა გვძარცვავს მსოფლიოში, ამას აღარ დავუშვებთ!

აშშ ომის მდგომარეობაშია მექსიკურ კარტელებთან!

ტრამპი – მე ხელი მოვაწერე განკარგულებას სიკვდილით დასჯის შესახებ ნებისმიერი პირისთვის, ვინც პოლიციელს მოკლავს, და მსურს, ეს გახდეს მუდმივმოქმედი კანონი!

ჩემი ადმინისტრაცია დაიბრუნებს პანამის არხს, და ჩვენ უკვე დავიწყეთ ამაზე მუშაობა!

გრენლანდია შეიძლება გახდეს აშშ-ის ნაწილი. ასე თუ ისე, ჩვენ მას მივიღებთ, რომელიც ამერიკელი სამხედროებისთვის მნიშვნელოვანია!

მილიონობით ადამიანი დაიღუპა და დაშავდა უკრაინაში, და ამას ბოლო არ უჩანს!

მივიღე მნიშვნელოვანი წერილი ზელენსკისგან. უკრაინა მზადაა, რაც შეიძლება სწრაფად დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან!

მადლობელი ვარ ამ წერილისთვის. დროა, დავასრულოთ ეს სიგიჟე, შევწყვიტოთ ეს მკვლელობები!

ჩვენ გვქონდა სერიოზული საუბრები რუსებთან, მივიღეთ სერიოზული სიგნალები, რომ ისინი მზად არიან მშვიდობისთვის. განა ეს შესანიშნავი არ არის?!

ჩვენი ქვეყანა დაბრუნების პროცესის დასაწყისშია,

უკვე მოვაწერე ხელი 100-ზე მეტ განკარგულებას!

ჯო ბაიდენი იყო აშშ-ის ყველაზე ცუდი პრეზიდენტი!

ჩვენ გავაძლიერებთ  ეკონომიკას და შევამცირებთ დანაშაულს!

გავაუქმე ცენზურა და აშშ-ს სიტყვის თავისუფლება დავუბრუნე!

ილონ მასკი ჩვენთან ერთად იმყოფება. ის ხელმძღვანელობს ახალ დეპარტამენტს, რომელიც ინფლაციის დაძლევას ემსახურება. მადლობა, ილონ!

ბაიდენის ადმინისტრაცია ფულის ფლანგვით იყო დაკავებული!

აშშ იწყებს გაზსადენის მშენებლობას ალასკაზე!

ის, რაც ახლა ხდება, საღი აზრის რევოლუციაა!

აღმოვაჩინეთ ასობით მილიარდი დოლარის თაღლითობა. მადლობა, ილონ!

აღმოჩნდა, რომ ფულს 120-190 წლის ადამიანები იღებდნენ. ასეთები არ გვყავს!

დარწმუნებული ვარ, კონგრესი მიიღებს გადასახადების შემცირების კანონს!

ავტომწარმოებელი ინდუსტრია გაიზრდება. დარწმუნებული ვარ, ხალხი ამას ელოდება და კმაყოფილი დარჩება!

აშშ-ის ახალი სავაჭრო პოლიტიკა სასარგებლო იქნება ფერმერებისთვის. მიყვარს ფერმერები!

მოვაწერე ხელი კანონს, რომელიც გვაძლევს უფლებას, დავაკავოთ ყველა არალეგალი მიგრანტი, რომელიც ეროვნულ ინტერესებს უქმნის საფრთხეს!

მექსიკამ და კანადამ უნდა შეწყვიტონ ფენტანილის გავრცელება აშშ-ში!

აშშ-მა 30 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა მოლდოვაში მემარცხენე იდეების პოპულარიზაციაზე!

გამოვუშვებთ „ოქროს ბარათს“ 5 მილიონ დოლარად მათთვის, ვისაც ამერიკის მოქალაქეობის მიღება სურს!

*

კიდევ ბევრი ითქვა და რასაკვირველია, ეს ყველაფერი არის აშშ-ის ინტერესებიდან გამომდინარე. რასაკვირველია, მაგარი ბიჭები იბრძვიან აშშ-ის კეთილდღეობისთვის და განა ეს ყველაფერი არ უნდა იყოს ჩვენთვის კარგი გაკვეთილი?

უნდა იყოს და არის კიდევაც… ფაქტია, „ქართული ოცნების“ პროგრამა ერთი-ერთზე დაჯდა ამერიკულ პროგრამასთან. ეგ კი არა, შეიძლება ხან ადამიანმა ისიც იფიქრო, ტრამპის ადმინისტრაცია ბიძინა ივანიშვილის რეკომენდაციებით ხომ არ მოქმედებს?

ჰა, ჰა, ჰა!

და განა ამის შემდეგ ვინმეს ენა უნდა მოუბრუნდეს და თქვას, რომ ივანიშვილი პოლიტიკოსი არ არის?

არის და თანაც როგორი? გროსმაისტერია!

*

ვნახოთ, რა იქნება შემდეგ, დასაწყისი ნამდვილად ბრწყინვალეა!“ – წერს გელა ზედელაშვილი.

 

ასევე იხილეთ