leaderboard_below_slide
left_sabechdi

ტრამპმა მსოფლიოს აცნობა ზელენსკის წერილის შესახებ – “უკრაინა მზად არის მოლაპარაკებებისთვის”

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა წარმომადგენლობითი პალატისა და კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა უკრაინის თემაზეც. როგორც მან განაცხადა უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისგან მიიღო წერილი, სადაც ის მოლაპარაკებების გამართვის მზადყოფნას გამოთქვამს.

„დღეს მივიღე მნიშვნელოვანი წერილი უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისგან. წერილში საუბარია, რომ უკრაინა მზად არის, უახლოეს პერიოდში დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, რათა დადგეს ნანატრი მშვიდობა“, – განაცხადა ტრამპმა.

ამერიკის ლიდერმა დასძინა, რომ „დროა დასრულდეს ეს სიგიჟე“.

„ომის შეჩერება თუ გსურთ, უნდა ვესაუბროთ ორივე მხარეს“, – განაცხადა ტრამპმა.

როგორც აშშ-ს პრეზიდენტი ამბობს, მშვიდობიანი მოლაპარაკებების მზადყოფნის „ძლიერი სიგნალები“ მიიღო რუსული მხრიდანაც.

„ერთდროულად ჩვენ გავმართეთ მნიშვნელოვანი დისკუსია რუსეთთან და მივიღეთ დამაჯერებელი სიგნალები იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი მზად არიან მშვიდობიანი მოლაპარაკებებისთვის“, – განაცხადა მან.

ტრამპის თქმით, თავის წერილში ზელენსკი ასევე წერს, რომ კიევი მზად არის ნებისმიერ დროს მოაწეროს ხელი აშშ-თან შეთანხმებას უკრაინის სასარგებლო მინერალების მოპოვებაზე.

„რაც შეეხება სასარგებლო მინერალების მოპოვებასა და უსაფრთხოებას, უკრაინა მზად არის მოაწეროს ხელი შეთანხმებას ნებისმიერ, მისთვის ხელსაყრელ დროს. ვაფასებ იმას, რომ ზელენსკიმ გამოგზავნა ეს წერილი. მე ის ახლახან მივიღე“, – განაცხადა ამერიკის ლიდერმა.

მანამდე, ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ გეგმავს გაზარდოს კრიტიკულად მნიშვნელოვანი მინერალებისა და იშვიათი მეტალების მოპოვება.
28 თებერვალს, ზელენსკისთან კამათის გამო, ჩაიშალა აღნიშნულ შეთანხმებაზე ხელმოწერა. ამის შემდეგ ტრამპმა ზელენსკი გააკრიტიკა. მან ზელენსკის „დიქტატორი“ უწოდა, რომელსაც არ სურს უკრაინაში არჩევნების ჩატარება, ასევე მიუთითა ზელენსკის დაბალ რეიტინგზე. ამის საპასუხოდ უკრაინის ლიდერმა განაცხადა, რომ „ტრამპი რუსული დეზინფორმაციის გავლენის ქვეშ არის“.

როგორც Reuters-ი წერს, მხარეებს შეუძლიათ დაუბრუნდნენ შეთანხმებაზე ხელმოწერას, მაგრამ აშშ-ს ფინანსთა სამინისტრომ ეს ინფორმაცია არ დაადასტურა.

4 მარტს ზელენსკიმ განაცხადა, რომ წუხს ამერიკის ლიდერთან კონფლიქტის გამო, თუმცა ბოდიში არ მოუხდია, რასაც მისგან ვაშინგტონი ელოდება. უკრაინის ლიდერმა მზადყოფნა გამოთქვა ითანამშრომლოს „პრეზიდენტ ტრამპის ძლიერ ხელისუფლებასთან“ მშვიდობის დასამყარებლად.
როგორც ზელენსკი აცხადებს, კიევი მზად არის „რაც შეიძლება მალე“ დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან და „სწრაფად იმუშაოს“, რათა კიევში დასრულდეს საბრძოლო მოქმედებები.

წყარო: rtvi.com

ასევე იხილეთ