აშშ-ში ჩინეთის საელჩო: თუ აშშ-ს ჩინეთთან სატარიფო, სავაჭრო ან სხვა ომი სურს, ჩვენ მზად ვართ ვიომოთ ბოლომდე

აშშ-ში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ჩინურ პროდუქციაზე 20-პროცენტიანი ტარიფის შემოღებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ თუ აშშ-ს ჩინეთთან სატარიფო, სავაჭრო ან სხვა ომი სურს, პეკინი მზად არის იომოს ბოლომდე.
„ჩვენ ვერ დაგვაშინებენ. ბულინგი ჩვენზე არ მოქმედებს. ზეწოლა, წნეხი ან მუქარა ჩინეთთან საბრძოლველად არასწორ საშუალებას წარმოადგენს. ნებისმიერი, ვინც ჩინეთზე მაქსიმალურ წნეხს ახორციელებს, ცდება და მდინარის სხვა ნაპირზე დგას. თუ აშშ-ს მართლა სურს ფენტანილის საკითხის მოგვარება, სწორი იქნებოდა ჩინეთთან, როგორც თანაბარ პარტნიორთან, კონსულტაციის გავლა. თუ აშშ-ს ჩინეთთან სატარიფო, სავაჭრო ან სხვა ომი სურს, ჩვენ მზად ვარ ვიომოთ ბოლომდე.
აშშ და არავინ სხვა, არის პასუხისმგებელი აშშ-ის შიგნით ფენტანილის კრიზისზე. ჰუმანურობისა და ამერიკელი ხალხის მიმართ კეთილი ნების გამოვლენის საფუძველზე, ჩვენ გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რათა აშშ-ს ამ პრობლემის გადაჭრაში დავხმარებოდით“, – წერია განცხადებაში.
ჩინური მხარე აღნიშნავს, იმის მაგივრად, რომ ამერიკამ აღიაროს ჩინეთის ძალისხმევა ამ პრობლემის გადაჭრის საკითხში, ოფიციალურმა ვაშინგტონმა მომხდარი პეკინს გადააბრალა.