leaderboard_below_slide
left_sabechdi

შალვა პაპუაშვილი: რა მოხდებოდა, ბრმად რომ დაგვეჯერებინა თქვენთვის? ვისი ტანკი იდგებოდა გარეთ?

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო’ბრაიანთან შეხვედრის დეტალებს ასაჯაროებს.

შარშან გაზაფხულზე საქართველოში ვიზიტად მყოფ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს – ჯიმ ო’ბრაიენს ვკითხე, – ასე უნდა იქცეოდნენ სტრატეგიული პარტნიორები?

ერთადერთი თავის მართლება რაც მოვისმინე, ის იყო, რომ მაშინ ყველა ელჩს დაევალა, მაქსიმალურად ჩაერთოთ ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ დადგენილ პოლიტიკაში და ალბათ, არ იყო სწორი, რომ საქართველოს სპეციფიკური მდგომარეობა და შესაძლო შედეგები არ იქნა გათვალისწინებული.

– „კი, ახლა ამას ხედავთ, ომის ორ წელზე მეტი ხნის გასვლის შემდეგ“ – ვუპასუხე მე, – „მაგრამ რა მოხდებოდა ჩვენ რომ მაშინ ბრმად დაგვეჯერებინა, დავყოლოდით მაშინდელ ელჩს ყოველგვარი გარანტიებისა და უსაფრთხოების ქოლგის გარეშე, სად ვიქნებოდით ახლა? ვისი ტანკი იდგებოდა გარეთ“? – პასუხად სიჩუმე იყო.

ამ ისტორიის მორალი ისაა, რომ რთულ ვითარებაში და ნამდვილი კრიზისისას, შენს გასაკეთებელს სხვა არ გააკეთებს. მთელი რისკი და პასუხისმგებლობა შენი ასაღებია და თუ ორმოში ჩავარდი, საბოლოოდ შეიძლება მხოლოდ წუხილის, შეშფოთების და თანაგრძნობის იმედად დარჩე”, – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პაპუაშვილი.

ასევე იხილეთ