leaderboard_below_slide
left_sabechdi

დღეს ემანუელ მაკრონი მოქალაქეებს მიმართავს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი დღეს მოქალაქეებს მიმართავს. როგორც საფრანგეთის პრეზიდენტი სოციალურ ქსელ „იქსში“ წერს, მიმართვა საფრანგეთის დროით 20:00 საათზეა დაგეგმილი.

“ჩემო ძვირფასო თანამემამულენო, ამ დიდი გაურკვევლობის დროს, როდესაც მსოფლიო უდიდეს გამოწვევებს უპირისპირდება, მე მოგმართავთ თქვენ დღეს საღამოს 20:00 საათზე”, – დაწერა მაკრონმა.

ცნობისთვის, მაკრონი მოქალაქეებს ევროკავშირის სამიტამდე ერთი დღით ადრე მიმართავს. ამ სამიტზე საუბარი იქნება, როგორც უკრაინის მხარდაჭერაზე, ასევე ევროკავშირის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე.

მანამდე დღეს საფრანგეთის დედაქალაქში მაკრონის მიწვევით ჩავა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი.

 

ასევე იხილეთ