leaderboard_below_slide
left_sabechdi

ჯაბა ხუბუა: ნიკუტუ გვარამიამ კვერცხის სროლა ევროპული სტანდარტიაო

ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა გაზეთ „ასავალ-დასავალში“ წერს: პროტესტის კვერცხების სროლით გამოხატვა საქართველოში სწორედ ნაცრადიკალი და ლიბერფაშისტი აქტივისტების მიერ დანერგილი მეთოდია, რომელსაც ისინი „გამოხატვის თავისუფლებად“ შერაცხავენ. მაგალითად, ცოტა ხნის წინათ, როცა თბილისში რესტორან „ბაბილოსთან“ მოსამართლეებს კვერცხები დაუშინეს

ნიკუტუ გვარამიამ განაცხადა:
„კვერცხის სროლა ევროპული სტანდარტით, არის მშვიდობიანი პროტესტის ფორმა, გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოებში ბოლომდე ჯდება და არაფრის დაზიანება ამით არ ხდება“

თუმცა იგივე ნიკუტუ გვარამია – სისხლიანი ნაცრეჟიმის პროკურორი, სალომე ზურაბიშვილისათვის კვერცხების სროლას სისხლის სამართლის დანაშაულის კვალიფიკაციას აძლევს.

წყარო: „ასავალ-დასავალი“

ასევე იხილეთ