leaderboard_below_slide
left_sabechdi

ბენიამინ ნეთანიაჰუ: ისრაელი მიაღწევს გამარჯვებას ირანსა და მის მარიონეტებზე

“ისრაელი მიაღწევს გამარჯვებას ირანსა და მის მარიონეტებზე”,– ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

ისრაელის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ისრაელმა სრულად უნდა მიაღწიოს ომის მიზნებს.

ნეთანიაჰუმ აშშ-დან სამხედრო აღჭურვილობის მიღებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახლა ისრაელი იღებს შეიარაღებას ვაშინგტონიდან, რომელიც კრიტიკული მნიშვნელობის არის ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. ნეთანიაჰუს თქმით, პარალელურად, ისრაელი ზრდის თავდაცვის შიდა წარმოების შესაძლებლობებს, რაც შეამცირებს ზეწოლას და დამოკიდებულებას გარე მოთამაშეებზე.

“ჩვენ ვერ გაგვტეხეს. ჩვენ აღვდექით, განვსაზღვრეთ მისიები აქტიური და სარეზერვო ძალებისთვის. ისრაელის თავდაცვის ძალების მეშვეობით ათობით ათასი ტერორისტი მოკლეს. როგორც მე დაგპირდით, ჩვენ შევცვალეთ ახლო აღმოსავლეთის სახე და შემდეგი ეტაპიც მოვა”,– განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

ასევე იხილეთ