leaderboard_below_slide
left_sabechdi

რატი იონათამიშვილი: მამუკა ხაზარაძის განცხადებები ბადრი ჯაფარიძისთვისაც აღარ არის საინტერესო

“მამუკა ხაზარაძის განცხადებები ბადრი ჯაფარიძისთვისაც აღარ არის საინტერესო, არათუ ამ ქვეყნის რომელიმე მოქალაქისთვის, ამ ადამიანებს არანაირი კაპიტალი არ აქვთ”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა საქართველოს “პირველ არხს” განუცხადა.

როგორც იონათამიშვილმა აღნიშნა, რადიკალური ოპოზიცია განადგურებულია და მათზე დიდი ყურადღების დათმობა არ უნდა მოხდეს.

“მამუკა ხაზარაძის განცხადებები ბადრი ჯაფარიძისთვისაც აღარ არის საინტერესო, არათუ ამ ქვეყნის რომელიმე მოქალაქისთვის. შესაბამისად, ეს ადამიანები თავიანთ ფანტაზიებში როგორ დაიკარგებიან, რას იტყვიან და რას გამოთქვამენ, მნიშვნელოვანი აღარ არის, რადგან წარსულის პერსონაჟები არიან. მათზე დიდი ყურადღების დათმობა არ უნდა მოხდეს, რადიკალური ოპოზიცია განადგურებული და დეგრადირებულია. ცხადია, ამ ადამიანებს არანაირი კაპიტალი არ აქვთ.

ისინი აქამდე უცხო ძალების მხრიდან იმართებოდნენ. როგორც ჩანს, მათი პატრონები შავ დღეში არიან და ეს მათზეც აისახება. ესენი ამ ქვეყნის წარსულს და ისეთ ოპოზიციად წარმოადგენენ, რომელიც არსად არ უნდა იყოს. ამ ადამიანებზე საუბარი უხერხულიცაა”, – განაცხადა იონათამიშვილმა.

ასევე იხილეთ