leaderboard_below_slide
left_sabechdi

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორმა დაადასტურა, რომ ამერიკამ უკრაინისთვის იარაღისა და სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება შეაჩერა

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) დირექტორმა ჯონ რეტკლიფმა დაადასტურა, რომ ამერიკამ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება შეაჩერა, აგრეთვე დაპაუზდა კიევთან სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლა. ინფორმაციას ტელეარხ Fox News-ის კორესპონდენტი ედვარდ ლოურენსი ავრცელებს.

“აშშ-მა ოვალური კაბინეტში შემდგარ შეხვედრასთან დაკავშირებით უკრაინისთვის შეიარაღების და სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება შეაჩერა. რეტკლიფმა თქვა, რომ მოუთმენლად ელის პაუზის გაუქმებას და უკრაინასთან მუშაობის გაგრძელებას მშვიდობის დამყარების მიმართულებით”, – წერს ლოურენსი.

ასევე იხილეთ