leaderboard_below_slide
left_sabechdi

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის მრჩეველი: პრეზიდენტი განიხილავს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერების მოხსნას, თუ სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიგეგმება და ნდობის განმტკიცების ზომები გატარდება

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, მაიკ უოლცმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი განიხილავს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერების მოხსნას, თუ სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიგეგმება და ნდობის განმტკიცების ზომები გატარდება.

„ვფიქრობ, თუ ჩვენ შევძლებთ მოლაპარაკებების გამართვას და წინსვლას და ნდობის აღდგენის ზომების განხილვას, მაშინ პრეზიდენტი განიხილავს შეჩერების მოხსნას“, – აღნიშნა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა.

უოლცმა ასევე დასძინა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ უნდა იცოდეს, რომ „ორივე მხარე გულწრფელად აწარმოებს მოლაპარაკებებს ნაწილობრივი და შემდეგ მუდმივი მშვიდობის მისაღწევად“.

ასევე იხილეთ