დანიის პრემიერ-მინისტრი, მეტე ფრედერიკსენი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ აშშ გრენლანდიას მიიღებს.
„გრენლანდიის მთავრობის თავმჯდომარემ მკაფიოდ განაცხადა, რომ გრენლანდია არ იყიდება“, – აღნიშნა დანიის მთავრობის მეთაურმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დანიას სურს გრენლანდიასთან თანამეგობრობის შენარჩუნება და ის უნდა განვითარდეს, რომ „გახდეს უკეთესი, უფრო თანამედროვე, აგებული თანასწორობასა და პატივისცემაზე“.