CNN: უკრაინას მალე შეიძლება ამოეწუროს Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის განკუთვნილი რაკეტები

უკრაინას მალე შეიძლება ამოეწუროს Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის განკუთვნილი რაკეტები. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
მანამდე აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) დირექტორმა, ჯონ რეტკლიფმა დაადასტურა, რომ ამერიკამ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება შეაჩერა, აგრეთვე დაპაუზდა კიევთან სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლა.
CNN ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „ამ ნაბიჯს შესაძლოა დამანგრეველი შედეგები მოჰყვეს უკრაინისთვის“.
„თუმცა უკრაინისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა ამერიკული წარმოების Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების პოტენციური დაკარგვაა, რომლებიც ამჟამად შეუცვლელია“, – ნათქვამია სტატიაში.