leaderboard_below_slide
left_sabechdi

კასპის საკალათბურთო კლუბმა A ლიგის პლეი ოფისთვის ბრძოლაში მორიგი შეხვედრა ამჯერადაც წარმატებით ჩაატარა

კასპის გრიფინი – კვლავ გამარჯვება !!!

კასპის საკალათბურთო კლუბმა Griffin Kaspi.კასპის გრიფინმა, A ლიგის პლეი ოფისთვის ბრძოლაში მორიგი შეხვედრა ამჯერადაც წარმატებით ჩაატარა.

დღეს გრიფინი კასპის არენაზე „თავისუფალი – აგრარული უნივერსიტეტები“-ს საკალათბურთო გუნდს მასპინძლობდა.

კასპის გრიფინმა დაძაბული თამაშის მიუხედავად მოწინააღმდეგე 102 : 100 დაამარცხა და მორიგი გამარჯვება მოიპოვა.

კასპის მუნიციპალიტეტის მერია კასპის გრიფინს, მის გულშემატკივრებსა და ქომაგებს ულოცავს კიდევ ერთ გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს.

ასევე იხილეთ