leaderboard_below_slide
left_sabechdi

Reuters: ტრამპის ადმინისტრაცია ამერიკელი მძევლების გათავისუფლების საკითხზე „ჰამასთან“ ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ღაზას სექტორში დაკავებული ამერიკელი მძევლების გათავისუფლების შესაძლებლობის შესახებ დაჯგუფება „ჰამასთან“ ფარულ მოლაპარაკებას აწარმოებს, – აღნიშნულის შესახებ Reuters ამ მოლაპარაკებების ორმა წყარომ კონფიდენციალურად განუცხადა.

წყაროს თქმით, აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი მძევლების გათავისუფლების საკითხებში ადამ ბიულერი ბოლო კვირების განმავლობაში კატარის დედაქალაქ დოჰაში მოლაპარაკებებს აწარმოებს „ჰამასთან“.

„ასეთი მოლაპარაკებები ეწინააღმდეგება აშშ-ის გრძელვადიან პოლიტიკას პირდაპირი კონტაქტების წინააღმდეგ დაჯგუფებასთან, რომელსაც ვაშინგტონი ტერორისტულ ორგანიზაციებად მიიჩნევს“, – წერს მედიასაშუალება.

წყაროების თქმით, მოლაპარაკებებში საკვანძო საკითხი ამერიკელი მძევლების გათავისუფლებაა.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა „ჰამასი“ 1997 წლიდან უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში შეიყვანა.

ასევე იხილეთ