leaderboard_below_slide
left_sabechdi

ლალი მოროშკინა: შეუძახეთ ერთმანეთს, მართლა მარტო მსუყე ფინანსების გამო ხომ არ დარბოდით ენაგადმოგდებულები?

„ასე წყნარად უნდა ჩამევლო რუსთაველზე? სადაა ხალხი?” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი და ჟურნალისტი ლალი მოროშკინა წერს:

„თქვენი მოკლე დაუღარავი ჭკუებით, ახლა აღარ კითხულობთ ისტორიის სწორ მხარეს ვდგავარ თუ არა?

მესმის, მას მერე, რაც ტრამპმა პოლიციელის შეურაცხყოფაზე მიძინებული დახვრეტის კანონი შეაღვიძა, უკვე ძაანაც აღარ „გვეკაჩავინება”, არა?

რა იყო ახლა ეს?

ასე წყნარად უნდა ჩამევლო რუსთაველზე?

სადაა ხალხი?

შეუძახეთ ერთმანეთს, მართლა მარტო მსუყე ფინანსების გამო ხომ არ დარბოდით ენაგადმოგდებულები?

მერე რა, რომ 5000 ლარიანი ჯარიმა „გიმზერთ” , „კარწინკა დაიდოს!”

რას იტყვის ხალხი!!!!! ამდენი ხანი ხომ გევსებოდათ ჯიბეები?

არ შედრკეთ!

აა .. ტრამპს ზელენსკი კამასუტრას ყველა შესაძლო პოზიციაში ჰყავს, არა?

მერე თქვენც ხომ გიყვართ „აი, რაღაც სხვანაირიიი” (აქ ინტონაციას უნდა ჩაწვდეთ. მოპრუწნული ტუჩი, მოჩლექვითი პრონანსი, უაზრო მზერა, გაზეპილი ფერადი თმა, ჟანა-დარკის ჩოლკა და სრული პრასტრაცია გუგებში).

მორჩა კინო?

ფინალური სცენაც ასე უღიმღამოდ „ჩაითამაშეთ”?

ვაახ, არადა ახლა შევდიოდი ეშხში…

ჩემთვის, როგორც პიარის სპეციალისტისთვის, ერთობ საინტერესოა გზააბნეული, გაყიდული, ამორფული მასის ტრაექტორიის მდგენელის შესწავლა…

თქვენ გაცდით ფიზიკის ყველა კანონს.

მეტიც!

თქვენ ზოგადსაკაცობრიო პოსტულატებსაც გასცდით და იმ უფსკრულში ჩაეშვით, რომელსაც ამდენი ხანია, გარს უვლიდით.

-მეცოდებით?

-კი.

ყველა ვიღაცის შვილი, და, ან მეუღლეა…

– გამოსავალი?

-მარხვაში ეს შეკითხვა არც უნდა დასვათ…

აა, სორი, თქვენ ხომ ღმერთი გამოგონილი პერსონაჟი გგონიათ, სამაგიეროდ თავად ალქაიდას საუკეთესო ტრადიციებით მოქმედებთ.

რა ვიცი, იქნებ, ალაჰმა შეგინდოთ და მერე ჯანდაბას, ისევ ჩვენ გადმოგიბარებთ.

P.S. ერთი უხერხული აჯამი კითხვა მააქვს. (კახურადა)

ისა და… ბაჩიაშვილი იმ არაჟნის „ფურას” გაყვა, ჩემი სკოლელი რითიც ჩამოვიდა?

„რეისავოია”? – წერს ლალი მოროშკინა.

 

ასევე იხილეთ