„დღეს საქართველოს დიდი გენერლის, ჭკვიანი, ღირსეული, ერთგული, დარდიანი გიორგი ყარყარაშვილის ავტობიოგრაფიული და ისტორიული წიგნის, „სამშობლოს ამარას” გარჩევა შედგა” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი და ჟურნალისტი ლალი მოროშკინა წერს:
„ეს ბიჭი ეპოქის უკანასკნელი ჯარისკაცია” – (ოთარ ჭილაძე)
მიწა არც აფხაზისაა, არც ქართველის, მიწა ღმერთისაა (მამა ანდრია)
დღეს მწერალთა კავშირში უჩვეულო ხალხმრავლობა იყო.
მებრძოლები, ლიტერატორები, მწერლები, ომის ვეტერანები…
დღეს საქართველოს დიდი გენერლის, ჭკვიანი, ღირსეული, ერთგული, დარდიანი გიორგი ყარყარაშვილის ავტობიოგრაფიული და ისტორიული წიგნის, „სამშობლოს ამარას” გარჩევა შედგა.
390 ფურცელზე ჩვენი და აფხაზების სისხლი იღვრება, გტკივა, გცივა და საზარელი ჟრუანტელი გივლის ტანში ერთი მხრივ სიამაყის და პარალელურად საკუთარი უსუსურობის გამო…
მადლობა, გიორგი!
დღეს გოჩა ყარყარაშვილის სული ცაში ხარობს.
შენ იყავი, ხარ და იქნები საქართველოს ერთგული მხედართმთავარი!
მეამაყება, რომ შენი ჯიშის და სისხლის ვარ!
მადლობა!
ის მაშინ 25 წლის იყო!
25 წლის სამშობლოზე შეყვარებული ჯარისკაცი…
ახლა სამშობლოზე შეყვარებული გენერალი და მწერალია.
P.S. წიგნი მალე გამოვა გაყიდვაში და აუცილებლად შეგატყობინებთ” – წერს ლალი მოროშკინა.