leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი გოგავა: ტრამპი გულახდილია თავის დაპირებაში, რომ მართლაც სურს ომის შეჩერება. ნიშანდობლივია ის, რომ ევროპა ეწინააღმდეგება ამ პროცესს

ტრამპი გულახდილია თავის დაპირებაში, რომ მართლაც სურს [რუსეთ-უკრაინის] ომის შეჩერება, თუმცა, თუ არ შეჩერდა და გაგრძელდა, მაშინ უკვე ის მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს, – განაცხადა პოლიტოლოგმა ირაკლი გოგავამ გადაცემაში „იმედი LIVE“.

მისი თქმით, მსოფლიომ უკვე ნახა, რომ ტრამპმა ღაზას სექტორში გარკვეულწილად მიაღწია შეთანხმებას, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელის პრემიერის განწყობები ბევრად უფრო რადიკალური ჩანდა, ვიდრე რუსეთის ფედერაციის.

„ტრამპი ერთ-ერთი იშვიათი პოლიტიკოსთაგანია, ვინც რასაც ამბობს, იმას აკეთებს, ან ცდილობს, რომ გააკეთოს. რატომ არის ასე – ის არის პროტესტანტული ეთიკით აღზრდილი მორწმუნე ადამიანი და ხშირ შემთხვევაში, რწმენას და რელიგიას იყენებს გადაწყვეტილებების მიღებაში. მაგალითად – ორივე მხარის მიმართ მშვიდობის ასე ვთქვათ დაძალება, ჩვენ უნდა გავიგოთ როგორც მისი რელიგიური პოზიცია. მათეს სახარებაში, მეხუთე თავში პირდაპირ წერია – „ნეტარი იქნებიან მშვიდობის მყოფელნი, რადგან ძეებად ღვთისად იწოდებიან“. შესაბამისად, ჩვენ ვნახეთ უკვე, რომ ღაზას სექტორში მან გარკვეულწილად უკვე მიაღწია სამშვიდობო შეთანხმებას, მიუხედავად იმისა, რომ ნეთანიაჰუ გაცილებით უფრო რადიკალური იყო თავის განწყობებში, ვიდრე დავუშვათ რუსეთი გამოხატავდა ამას. ამიტომ ჩვენ უნდა ჩავთვალოთ, რომ ტრამპი გულახდილია თავის დაპირებაში, რომ მართლაც სურს ომის შეჩერება, თუმცა, თუ არ შეჩერდა და გაგრძელდა, მაშინ უკვე მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს. მაგრამ ნიშანდობლივი არის ის, რომ ევროპა ეწინააღმდეგება ამ პროცესს, იმიტომ რომ მათ სურთ გაგრძელდეს ომი“, – განაცხადა გოგავამ.

ასევე იხილეთ