გიორგი ვოლსკი: ახლა მთელი მსოფლიო შესცქერის აშშ-ს ახალ ადმინისტრაციას, რომელმაც გადაწყვიტა, რომ დღის წესრიგში დააყენოს მშვიდობის და თანამშრომლობის საკითხი

დღეს არის ომის დღის წესრიგი. ომის დღის წესრიგს ქმნიან გარკვეული ძალები, რომლებიც გაერთიანებული არიან კონკრეტული ამოცანის შესასრულებლად, რომელიც მათ გარკვეულ სარგებელს მოუტანს. მაგრამ ამ სცენარიდან, როცა ამოვარდა აშშ და ის უშველებელი რესურსი, რომელიც აქ იყო მობილიზებული, იმედი გაჩნდა, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „იმედი LIVE“.
მისი თქმით, აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის გადაწყვეტილებების და გზავნილების შემდეგ საქართველოში გაჩნდა იმედი, ვინაიდან ტრამპის ხელისუფლების დღის წესრიგია მშვიდობა და თანამშრომლობა.
გიორგი ვოლსკის განცხადებით, აქამდე კეთდებოდა ყველაფერი იმისთვის, რომ საქართველო წასულიყო რევოლუციის სცენარით და ამას გარე ძალები მართავდნენ.
„თითქოს და ჩვენთვის მოიგონეს ეს კანდიდატის სტატუსი. უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მიცემა იმ შემთხვევაში, როცა სისხლის გუბეში აღმოჩნდა უცებ სთავაზობ კანდიდატის სტატუსს და შენ გეუბნებიან, რომ მიიღებ კანდიდატის სტატუსს თუ კი გარდაქმნი, ამოატრიალებ მთელს შენს სასამართლო სისტემას, თუ კი მოახდენ ფუნდამენტურ ცვლილებებს საარჩევნო სისტემაში, რომელსაც არაფერი არ სჭირს. გავიგეთ, რომ ყველა მონაცემით ჩვენ წინ ვართ. ანუ შეტევა განხორციელდა და ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ეს იდეა, რომელიც დღის წესრიგში არ იდგა, იყვნენ ჩვენი ქვეყნები ასოცირებული წევრები და შესაბამისი სამუშაო გეგმით მიდიოდნენ. მაჩვენებელში გადავუსწარით ყველას. გადავუსწარით ევროკავშირის ქვეყნებს და ამ მდგომარეობაში გაძლევენ გარკვეულ ამოცანას. შენ ამ ამოცანის შესასრულებლად მზად ხარ მაგრამ მეორე მხრივ, ვითარდება რევოლუციური პროცესი შენს ქვეყანაში. 2020 წელს ეს წარუმატებლად დამთავრდა. 2021 წელს შარლ მიშელის დოკუმენტს მოვაწერეთ ხელი, ხუთი კომიტეტის გადაცემისთვის ვიყავით მზად მაგრამ არ მიიღეს იმიტომ, რომ რევოლუცია იყო გეგმაში და სააკაშვილის ჩამოსვლის. 2022 წელს ომი დაიწყო. ზელენსკი გამოვიდა ჩვენს მიტინგზე და მიმართა, რომ უნდა ჩამოვაგდოთ ხელისუფლება. შემდეგ მოხდა ეს კანდიდატის თემა. შემდეგ სალომე ზურაბიშვილის აღზევება დაიწყეს, რომ ჩვენ კი არ მივიღეთ კანდიდატი სტატუსი, სალომე ზურაბიშვილის ვოიაჟმა გადაწყვიტა ეს. გამოვიდა, რომ კოლექტიური ნაცმოძრაობა, სისხლში ამოთხვრილი გახდა ის თავშესაფარი, სადაც სალომე ზურაბიშვილი ვითომ შევიდა თავის ქოლგით და გამოვიდა ამ მდგომარეობიდან დასვრილი და დაბინძურებული.
ახლა მთელი მსოფლიო შესცქერის აშშ-ს ახალ ადმინისტრაციას, რომელმაც გადაწყვიტა, რომ დღის წესრიგში დააყენოს მშვიდობის და თანამშრომლობის საკითხი“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.