leaderboard_below_slide
left_sabechdi

ვოლოდიმირ ზელენსკი: დაზავება ზღვაში დაუყოვნებლივ, თუ რუსეთიც იმავეს გააკეთებს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ს პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრის ჩაშლის გამო სინანულს გამოთქვამს. „დასანანია, რომ ასე მოხდა“, – წერს ზელენსკი თავის წერილში, რომელიც მან ტრამპს მისწერა.

“მზად ვართ პრეზიდენტ ტრამპის ძლიერი ლიდერობის ქვეშ ვიმუშაოთ, რათა მოვიტანოთ მშვიდობა, რომელიც დიდხანს გაძლებს. მზად ვართ სწრაფად ვიმუშაოთ ომის დასასრულებლად, პირველი ეტაპები შესაძლოა იყოს ტყვეების გათავისუფლება და ცაში დაზავება – აკრძალვა რაკეტებზე, შორი მანძილის დრონებზე, ენერგეტიკისა და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვაზე – და დაზავება ზღვაში დაუყოვნებლივ, თუ რუსეთიც იმავეს გააკეთებს. ამის შემდეგ გვსურს ძალიან სწრაფად გავიაროთ ყველა შემდგომი ეტაპი და ვიმუშაოთ აშშ-თან ძლიერ საბოლოო შეთანხმებაზე. ნამდვილად ვაფასებთ რამდენი გააკეთა ამერიკამ, რათა დახმარებოდა უკრაინას მისი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში. და გვახსოვს მომენტი, როდესაც რაღაცები შეიცვალა, როდესაც პრეზიდენტმა ტრამპმა უკრაინას Javelin-ები გადასცა. მადლობელი ვართ ამისთვის. ჩვენი შეხვედრა ვაშინგტონში, თეთრ სახლში პარასკევს, ისე არ წავიდა, როგორც უნდა ყოფილიყო. დასანანია ასე რომ მოხდა. გამოსწორების დროა. ვისურვებდით, რომ სამომავლო თანამშრომლობა და კომუნიკაცია კონსტრუქციული იყოს. იშვიათ ლითონებსა და უსაფრთხოებაზე შეთანხმებასთან დაკავშირებით, უკრაინა მზად არის ხელი მოაწეროს მას ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ მოსახერხებელ ფორმატში. ამ შეთანხმებას განვიხილავთ, როგორც ნაბიჯს უფრო დიდი და მყარი უსაფრთხოების გარანტიებისკენ, და ნამდვილად ვიმედოვნებ, რომ ის ეფექტურად იმუშავებს”, – წერს ზელენსკი.

წყარო: „პრაიმტაიმი“

ასევე იხილეთ