leaderboard_below_slide
left_sabechdi

თეთრ სახლში ადასტურებენ, რომ მძევლებთან დაკავშირებით აშშ “ჰამასთან” მოლაპარაკებებს აწარმოებს

თეთრ სახლში ადასტურებენ, რომ ღაზაში დაკავებულ მძევლებთან დაკავშირებით აშშ “ჰამასთან” მოლაპარაკებებს აწარმოებს.

თეთრი სახლის პრესმდივანმა კაროლინ ლევიტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოლაპარაკებების დაწყებამდე ისრაელთან კონსულტაციები გაიარა.

“პრეზიდენტ ტრამპს სჯეროდა, რომ ამის გაკეთება იყო ამერიკელი ხალხის ინტერესებში”,– განაცხადა ლევიტმა.

შეგახსენებთ, მანამდე სააგენტო „როიტერმა“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია ღაზაში მყოფი ამერიკელი მძევლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით „ჰამასთან“ ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებს. სააგენტოს წყაროების ცნობით, აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი ადამ ბიულერი ბოლო კვირების განმავლობაში კატარის დედაქალაქ დოჰაში „ჰამასთან“ პირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებდა.

ასევე იხილეთ