leaderboard_below_slide
left_sabechdi

თენგიზ შარმანაშვილი: სალომე ზურაბიშვილი იმდენად სასაცილო ნაბიჯებს დგამს, რომ კომენტარის ღირსიც არ არის

“სალომე ზურაბიშვილი იმდენად სასაცილო ნაბიჯებს დგამს, რომ კომენტარის ღირსიც არ არის, სამოქმედო დოკუმენტი გამოაქვეყნოს და ვნახოთ, ვფიქრობ, ისეთ რაღაცას გამოაქვეყნებს, რომ ერთად ვიცინებთ”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი იმდენად არასერიოზული ადამიანია, რომ შეუძლებელია, რაიმე სერიოზული არგუმენტი ჰქონდეს.

“ხაზარაძის განცხადებას რაც შეეხება, ამ ოთხი ხელმოცარული ორგანიზაციის ლიდერად ჰყავდათ დანიშნული და ეს ოპერაცია დიდი ხნის წინ დაიწყეს. მიშა სააკაშვილის ჩანაცვლების ოპერაცია იყო სალომე ზურაბიშვილით. მათსავე პარტიებს შეხედეთ. სააკაშვილის გასათავისუფლებლად რაიმე სერიოზული ნაბიჯი გადადგეს? ეს იყო გათამაშებული სპექტაკლები. დიდი ხანია, სალომე ზურაბიშვილი ლიდერად დანიშნეს „დიფ სთეითისგან“, რასაც ვულოცავ, რადგან ვიდრე ასეთი ლიდერები ეყოლებათ, შეგვიძლია, მშვიდად ვიყოთ”, – განაცხადა შარმანაშვილმა.

ასევე იხილეთ