leaderboard_below_slide
left_sabechdi

შალვა პაპუაშვილი: დიპლომატიაში კარტბლანშზე ხელის მოწერას სთხოვენ სუსტებს და არა პარტნიორებს

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი განმარტავს მიზეზებს, თუ 2022 წლის 25 თებერვალს რატომ თქვა უარი საქართველოს მთავრობამ მიერთებოდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს:

ჯერ ერთი, ჩვენ არ ვმონაწილეობდით პროცესში, რომელშიც სანქციების პოლიტიკა ირჩეოდა და მიიღებოდა. ამიტომაც, უბრალოდ ვერ მივიღებდით სხვების მიერ შეთანხმებულ სანქციებს, ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინების გარეშე, რა ფასის გადახდა მოგვიწევდა და რა შედეგს მივიღებდით საპასუხოდ;
მეორეც, რუსეთზე სანქციების დაწესება განაახლებდა რუსეთთან ღია კონფლიქტს, მათგან საპასუხო ნაბიჯებს, შესაძლოა ასიმეტრიულსაც, რაც საქართველოს ეკონომიკის კოლაფსს გამოიწვევდა.

და მესამეც, სამხედრო ესკალაციის შემთხვევაში, ეს მოგვიტანდა იმ მასშტაბის ნგრევას და განადგურებას, რასაც სამი წელია აღმოსავლეთ უკრაინის მაგალითზე ვხედავთ, ხოლო რა საფრთხის წინაშე დადგებოდა ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ტერიტორიულ მთლიანობა და სუვერენიტეტი, ამას ამ დღეებში ყველა ვხედავთ უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების ვარიანტების განხილვის მაგალითზე.

და ბოლოს, დიპლომატიაში კარტბლანშზე ხელის მოწერას სთხოვენ სუსტებს და დამორჩილებულ ქვეყნებს, არა მეგობრებსა და პარტნიორებს, როგორადაც ჩვენ თავს მოვიაზრებდით. რამაც ზოგიერთი განარისხა, იყო იმის აღმოჩენა, რომ თურმე საქართველოს თავისი ეროვნული ინტერესი ჰქონია და მისი დაცვისთვის ბრძოლაც შეუძლია. (სხვათა შორის ეროვნული ინტერესების ჭიდილს მსოფლიო ასპარეზზე ამ დღეებში ყველაზე ნათლად ვადევნებთ თვალს…).

წყარო: “რეპორტიორი”

ასევე იხილეთ