ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი გაზეთ “ასავალ-დასავალში” წერს: როდესაც 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილის ხროვამ აფხაზეთისა და ცხინვალის “დაბრუნება” გადაწყვიტა, საომარი მოქმედებების დაწყებამდე შოთა მალაშხიას დავურეკე, კომენტარი ვთხოვე. დამიდასტურა – ვიწყებთო, თანაც ისეთი გაწვრთნილი ჯარი გვყავს, თავისუფლად შეგვიძლია კრემლის თავზე ქართული დროშა ავაფრიალოთო. იმედია, ხუმრობთ, ბატონო შოთა-მეთქი. არა, რას ვხუმრობ, მართალ ეგრეა, ჩვენი ჯარი ამერიკელებმა გაწვრთნესო.
როგორ ააფრიალეს ქართული დროშა კრემლის თავზე, ალბათ, გახსოვთ. შემდეგ უკრაინელებმა მოინდომეს იგივე, მაგრამ იმასაც ვხედავთ, რა ხდება. ამერიკიდან გამოძევებული ჯამბაზთა ბანაკი ცას მიემგზავრება იმ იმედით, რომ ცას მაინც გამოეკეროს.
წყარო: “ასავალ-დასავალი”