leaderboard_below_slide
left_sabechdi

ილონ მასკი: სახელმწიფოს მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის დაფინანსების დაშვება დიდი მასშტაბის თაღლითობის საშუალებას იძლევა

ილონ მასკი მთავრობის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას მასშტაბურ თაღლითობას უკავშირებს.

მისი თქმით, სახელმწიფოს მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის დაფინანსების დაშვება სისტემაში გიჟური ხარვეზია.

“სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის დაშვება, რაც ცხადია, წარმოადგენს წინააღმდეგობას ტერმინებში, არის გიჟური ხარვეზი სისტემაში, რომელიც დიდი მასშტაბის თაღლითობის საშუალებას იძლევა და რომლისთვისაც თვალყურის დევნება ძალიან რთულია”,წერს აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში.

 

 

ასევე იხილეთ