“სამწუხაროდ, უკრაინელი საზოგადოების ხარჯზე ხდებოდა ომი ამერიკა-რუსეთს შორის. ეს „ხალხის ძალამ“ პირდაპირ ვუთხარით საზოგადოებას, როცა დავტოვეთ „ქართული ოცნება”, – განაცხადა „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა.
“ამან გაამართლა და დაგვეთანხმა დღეს უკვე რუბიო, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, რომელმაც თქვა, რომ დიახ, ეს ომი იყო ინსპირირებული და ჯერჯერობით, გრძელდება რუსეთ-ამერიკას შორის, ოღონდ უკრაინის ტერიტორიაზე. ასევე უნდოდათ საქართველოს ტერიტორიის ხარჯზე ყოფილიყო ამ შემთხვევაში რუსეთ-ნატო-აშშ-ის ომი. ეს არის რეალობა და სახელმწიფო მდივანმა ეს დაადასტურა”, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ „ფოქს ნიუსთან“ განაცხადა: “ეს არის მარიონეტული ომი ბირთვულ ძალებს, რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის, სადაც ამერიკა უკრაინას ეხმარება”.