კულტურისა და სპორტის მინისტრი თინათინ რუხაძე: ძალიან ბევრ თეატრში იყო საახალწლო პრემიერები, რეგიონებშიც და თბილისშიც. არის რამდენიმე ადამიანი, რომლებიც თავისი პირადი ინტერესების გამო ვნებენ ორგანიზაციებს და ამ ორგანიზაციებში შეიძლება იყოს ამ ტიპის პრობლემები. რაც შეეხება გაფიცულებს, დე-იურე გაფიცული არ გვყავს დარგში. იურიდიულად გაფიცული არავინ არის, ფურცლით უნდა იყოს გაფიცვა, იმიტომ, რომ გაფიცვასაც, ისევე, როგორც ყველაფერ სხვას აქვს თავისი წესი. დე-ფაქტო თავს რომ გაფიცულად აღიარებენ, ფურცელზე ჩვეულებრივად მიმდინარეობს მათი საქმიანობა. თუ გაფიცულები არიან, მაშინ, ეს არის სახელმწიფო ქონება, სახელმწიფო ხელფასი… მათი ხელფასების გაცემა არ შეუწყვეტია სახელმწიფოს, წამი წამში, წუთი წუთში ყველაფერი აწყობილი აქვს სახელმწიფოს. 5-6 თვე რომ სპექტაკლს არ გამართავ, კონცერტს არ გამართავ და არის ასეთი ერთეულები, საკუთარ ინტერესებს რომ აყოლებ ორგანიზაციებს, ამაზე რეაგირებები უთუოდ იქნება.
წყარო: გადაცემა“ღამის კურიერი”