leaderboard_below_slide
left_sabechdi

ილონ მასკი: ევროპის ლიდერებს რუსეთთან სამუდამო ომი სურთ

“ევროპის ლიდერებს რუსეთთან სამუდამო ომი სურთ”, – ამის შესახებ აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ილონ მასკი სოციალურ ქსელში წერს.

“მათ სურთ მუდმივი ომი. კიდევ რამდენი მშობელი უნდა დარჩეს შვილის გარეშე? კიდევ რამდენი ბავშვი უნდა დარჩეს მამების გარეშე? მათი ლოგიკით, ეს არასდროს მთავრდება”, – წერს ილონ მასკი.

მასკს გაზიარებული აქვს დანიის პრემიერ-მინისტრის, მეთე ფრედერიქსენის განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ უკრაინამ ომი უნდა მოიგოს, რადგან ახლა ომის შეჩერების შემთხვევაში, რუსეთს ექნება მეტი თანხების და ხალხის მობილიზების საშუალება და შეიძლება, ევროპის სხვა ქვეყანას დაესხას თავს.

ასევე იხილეთ