leaderboard_below_slide
left_sabechdi

გიორგი ვოლსკი: ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას თუ არ მიიღებს, ამაში სიკეთე არაფერია, რადგან საზოგადოებას ოპოზიციური აზრები სჭირდება

“ოპოზიციის მხრიდან დესტრუქცია გრძელდება. მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ანალიზი რომ გავაკეთოთ და პარალელი საქართველოსთან გავავლოთ, აშკარად დავინახავთ, რომ გარკვეული ძალები არსებობენ, რომლებიც პროცესების პოზიტიურ განვითარებას ხელს უშლიან და თავისას ითხოვენ”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, დიდი რესურსი იყო ჩადებული, რომ საქართველოში დესტრუქცია და დესტაბილიზაცია ყოფილიყო, თუმცა მათმა ხარჯმა არ გაამართლა.

“რასაკვირველია, ისინი საბოტაჟს გააგრძელებენ. რაიმე გეგმა არ არსებობს იქამდე, სანამ მსოფლიოში გარკვეულ პროცესებზე შეხედულებები არ დაახლოვდება ამერიკა-ევროკავშირს შორის. სანამ ევრობიუროკრატები თავიანთ პოზიციებს არ შეიცვლიან, მანამდე მარიონეტები საქართველოს მიმართ პოზიციას არ შეიცვლიან. ვინც ამბობს, რომ არჩევნებს უნდა დაუპირისპირდეს, მტრად უნდა იყოს აღქმული, რადგან მისი მიზანია, ქვეყანას ზიანი მოუტანოს. ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას თუ არ მიიღებს, ამაში სიკეთე არაფერია, რადგან საზოგადოებას ოპოზიციური აზრები სჭირდება”, – განაცხადა ვოლსკიმ.

ასევე იხილეთ