ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის და ევროპისთვის გარდამტეხი მომენტი დადგა.
“განსაკუთრებულ დროს განსაკუთრებული მიდგომებია საჭირო. ეს არის გარდამტეხი მომენტი ევროპისა და უკრაინისთვის, რომელიც ჩვენი ევროპული ოჯახის ნაწილია. ევროპა ცხადი და ნათელი საფრთხის წინაშეა. ევროპას საკუთარი თავის დაცვა უნდა შეეძლოს, ამავე დროს მას უნდა შეეძლოს ის, რომ უკრაინამ სამართლიანი და მყარი მშვიდობის უზრუნველყოა მოახერხოს”, – თქვა ფონ დერ ლაიენმა.
მისი თქმით, ის აგრეთვე აპირებს, რომ ევროპის ლიდერებს, რომლებიც დღეს ბრიუსელში საგანგებო სამიტზე იკრიბებიან, გეგმა სახელწოდებით ReArm Europe წარუდგინოს. გეგმა ევროპული ქვეყნების მიერ სამხედრო მრეწველობაში მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელებას გულისხმობს, როგორც უკრაინაში იარაღის წარმოების, ასევე კიევისთვის შეიარაღების გადაცემის თვალსაზრისით.