leaderboard_below_slide
left_sabechdi

Reuters: რუმინეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით ექვსი ადამიანი დააკავეს

რუმინეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით, 6 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ეჭვმიტანილებმა 2023 წელს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი შექმნეს, რომელსაც რუმინეთის სახელმწიფო სუვერენიტეტი და თავდაცვითი შესაძლებლობები უნდა დაეზიანებინა.

როგორც რუმინეთის ორგანიზებული დანაშაულისა და ტერორიზმის საგამოძიებო დირექტორატში განმარტეს, ოპერაციის მთავარი მიზანი, ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის დამხობა და ახალი მთავრობის დანიშვნა იყო.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ეჭვმიტანილები რუსეთთან იყვნენ დაკავშირებულნი. ერთ-ერთი ბრალდებული 101 წლის რუმინული არმიის გადამდგარი გენერალ-მაიორია. სამართალდამცველებმა მისი სახლიც გაჩხრიკეს.

ასევე იხილეთ