„Galt & Taggart“-მა „Pepsico კავკასიის“ წლიურ შეხვედრაზე ეკონომიკური და სექტორული პრეზენტაცია წარადგინა

„გალტ & თაგარტმა“ „Pepsico კავკასიის“ წლიურ კონფერენციაზე კავკასიის ეკონომიკების და FMCG (სწრაფად რეალიზებადი სამომხმარებლო საქონელი) სექტორის მიმოხილვა წარადგინა.
ღონისძიებაზე „გალტ & თაგარტის“ წარმომადგენლებმა კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს და რეგიონის ეკონომიკებში მიმდინარე ტენდენციები და პროგნოზები, ასევე FMCG სექტორის კვლევის მიგნებები გაუზიარეს.
„გალტ & თაგარტის“ კვლევის მიხედვით, 2024 წელს FMCG ბაზარი წლიურად 6.8%-ით გაიზარდა და 22.7 მლრდ ლარს მიაღწია. როგორც მოსალოდნელი იყო, ბრენდული ქსელების შემოსავლები სხვა ფორმატებზე მაღალი ტემპით გაიზარდა წლიურად 14.9%-ით, რაც, ძირითადად, გეოგრაფიული ექსპანსიით იყო გამოწვეული. 2024 წელს, ბრენდული მაღაზიების ქსელს 500-მდე ახალი მაღაზია დაემატა, აქედან დაახლოებით 350 რეგიონში, დანარჩენი თბილისში. შედეგად, მაღაზიების რაოდენობა თბილისსა და რეგიონებში გათანაბრდა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა FMCG სექტორის სამომავლო განვითარების ხედვაზე, რაც კვლევაზე დაყრდნობით გამოიკვეთა. „გალტ & თაგარტის“ სექტორის უფროსმა, მარიამ ჩახვაშვილმა ასევე ისაუბრა FMCG ბაზრის ზრდის პერსპექტივებზე და წარმმართველ ფაქტორებზე.
სრული კლვევა ქართულ და ინგლისურ ენებზე მოცემულია „გალტ & თაგარტის“ ვებ-გვერდზე.