leaderboard_below_slide
left_sabechdi

NBC News: ტრამპი განიხილავს მნიშვნელოვანი ცვლილების განხორციელებას NATO-ში აშშ-ის მონაწილეობაში

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი განიხილავს მნიშვნელოვანი ცვლილების განხორციელებას ნატოში აშშ-ის მონაწილეობაში. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია NBC News წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროების ინფორმაციით, ტრამპმა თავის თანაშემწეებთან განიხილა ამერიკის ნატოში ჩართულობის შეცვლის შესაძლებლობა ისე, რომ უპირატესობა მიენიჭოს ალიანსის იმ წევრ ქვეყნებს, რომლებიც თავისი შიდა პროდუქტის დადგენილ პროცენტს თავდაცვაზე ხარჯავენ.

კერძოდ, პოლიტიკის შესაძლო ცვლილების ფარგლებში, აშშ-მა შესაძლოა არ დაიცვას ნატოს ის წევრი ქვეყანა, რომელიც არ დააკმაყოფილებს თავდაცვითი ხარჯების დადგენილ ზღვარს.

გარდა ამისა, პრეზიდენტი ასევე განიხილავს პოლიტიკის ცვლილებას, რომლის მიხედვითაც, აშშ-მა შეიძლება პრიორიტეტი მიანიჭოს სამხედრო წვრთნებს ნატოს იმ წევრებთან, რომლებიც თავიანთი შიდა პროდუქტის განსაზღვრულ პროცენტს ხარჯავენ თავდაცვაზე.

ასევე იხილეთ