სოზარ სუბარი: ვფიქრობ, ტრამპის ადმინისტრაციას აქვს იმის რესურსი, რომ შეიძლება ისე ჩქარა ვერა, როგორც მას სურდა, მაინც გადატეხავს ევროკავშირის წინააღმდეგობას და საბოლოოდ ყველაფერი იქამდე მივა, რომ მშვიდობა დამყარდება

აშშ მონდომებულია მშვიდობისთვის და ვფიქრობ, ტრამპის ადმინისტრაციას აქვს იმის რესურსი, რომ შეიძლება ისე ჩქარა ვერა, როგორც მას სურდა, მაინც გადატეხავს ევროკავშირის წინააღმდეგობას და საბოლოოდ ყველაფერი იქამდე მივა, რომ მშვიდობა დამყარდება, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
წამყვანმა მას ჰკითხა, რომ თუ ომი გახანგრძლივდება და უკრაინის დასახმარებლად ევროკავშირის ქვეყნები მზად არიან, რა საფრთხეები დგება რეგიონისთვის და კონკრეტულად საქართველოსთვის.
„ერთ-ერთ უკრაინულ გამოცემაში წავიკითხე, რომ 118 წელი დასჭირდება რუსეთს მთლიანად უკრაინა რომ დაიპყროსო. ამით იმშვიდებენ თავს, რომ რუსეთი წინ ნელა მიდის, ამასობაში იღუპება ყოველდღიურად ასობით ადამიანი, ნადგურდება ქალაქები და სოფლები. გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში ვართ დღეს, რადგან თუ ადრე ზეწოლა იყო ორი მხრიდან – ევროკავშირიდან და აშშ-დან, დღეს ეს ზეწოლა მინიმუმ ერთი მხრიდან მოიხსნა.აშშ-ი მონდომებულია მშვიდობისთვის და ვფიქრობ, ტრამპის ადმინისტრაციას აქვს იმის რესურსი, რომ შეიძლება ისე ჩქარა ვერა, როგორც მას სურდა, მაინც გადატეხავს ევროკავშირის წინააღმდეგობას და საბოლოოდ ყველაფერი იქამდე მივა, რომ მშვიდობა დამყარდება. შეიძლება ეს თვეები გაგრძელდეს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ წლები არ გაგრძელდება, როგორც ეს ევროპულ ლიდერებს სურთ“, – აღნიშნა სუბარმა.