leaderboard_below_slide
left_sabechdi

ლელა რაზიკაშვილი: საქართველომ ცეცხლმოკიდებულ სამყაროში ძალიან სწორი გზა აირჩია

საქართველომ ამ მართლა აზვირთებულ ოკეანეში და ცეცხლმოკიდებულ სამყაროში ძალიან სწორი გზა აირჩია, დანის პირზე მშვიდად მივდივართ, გადავრჩით და მშვიდობას ვინარჩუნებთ, – ანაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ვაჟა-ფშაველას ფონდის ხელმძღვანელმა ლელა რაზიკაშვილმა.

„კოშმარულ სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდით, 21-ე საუკუნეში ევროპას დასჭირდებოდა იმის შეხსენება, რომ როდესაც ადამიანი ლოცულობს, არ შეიძლება იმას პასუხი აგებინო ამისთვის, არ შეიძლება ცენზურა გქონდეს და მედია დახურო, არ შეიძლება არჩევნებს აუქმებდე​.

მსოფლიო ისეთი პატარა გახდა, ისე ხელისგულზე ჩანს ყველაფერი, რომ ჩვეულებრივი ადამიანიც კი არანაკლებ ერკვევა მოვლენებში, (რაც მოქმედებს მასზე და მის ქვეყანაზე), ვიდრე პოლიტიკოსები და პოლიტიკანები, რომლებიც ამ მოვლენების სათავისოდ გამოყენებას ცდილობენ. ისინი დასკვნებს აკეთებენ თავისი ქვეყნისა და ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე და სწორედ მათი დამსახურებაა, რომ საქართველომ ამ მართლა აზვირთებულ ოკეანეში და ცეცხლმოკიდებულ სამყაროში ძალიან სწორი გზა აირჩია, დანის პირზე მშვიდად მივდივართ, გადავრჩით და მშვიდობას ვინარჩუნებთ“, – აღნიშნა ლელა რაზიკაშვილმა.

ასევე იხილეთ