leaderboard_below_slide
left_sabechdi

ტრამპი NATO-ს წევრ სახელმწიფოებზე: თუ ისინი არ გადაიხდიან, მე არ ვაპირებ მათ დაცვას

თუ ნატოს წევრი სახელმწიფოები არ გადაიხდიან, არ ვაპირებ მათ დაცვას, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

„ვფიქრობ, ეს საღი აზრია. თუ ისინი არ გადაიხდიან, მე არ ვაპირებ მათ დაცვას“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

მან ნატოს მოკავშირეები დაადანაშაულა იმაში, რომ მათ არ სურთ შეერთებული შტატების დაცვა.

„აშშ გასაჭირში რომ ყოფილიყო და გვეთქვა, რომ პრობლემა გვაქვს – საფრანგეთო, პრობლემა გვაქვს, კიდევ რამდენიმე ქვეყანა, რომლებსაც არ დავასახელებ – როგორ ფიქრობთ, ისინი დაგვიცავდნენ? დარწმუნებული არ ვარ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

„ნატოს პოტენციურად კარგ ორგანიზაციად განვიხილავ, მაგრამ რაც ხდება, ძალიან უსამართლოა“, – დასძინა მან.

ასევე იხილეთ