leaderboard_below_slide
left_sabechdi

ლელა რაზიკაშვილი: კოშმარულ სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდით, 21-ე საუკუნეში ევროპას დასჭირდებოდა შეხსენება, რომ როდესაც ადამიანი ლოცულობს, არ შეიძლება ამისთვის პასუხი აგებინო – რწმენის თავისუფლება მთავარია

კოშმარულ სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდით, 21-ე საუკუნეში ევროპას დასჭირდებოდა იმის შეხსენება, რომ როდესაც ადამიანი ლოცულობს, არ შეიძლება იმას პასუხი აგებინო ამისთვის, არ შეიძლება ცენზურა გქონდეს და მედია დახურო, არ შეიძლება არჩევნებს აუქმებდე, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ვაჟა-ფშაველას ფონდის ხელმძღვანელმა ლელა რაზიკაშვილმა.

მისი თქმით, იქამდე მივედით, რომ 21-ე საუკუნეში ვაკვირდებით ევროპა საით მიდის.

„მსოფლიო ისეთი პატარა გახდა, ისე ხელისგულზე ჩანს ყველაფერი, რომ ჩვეულებრივი ადამიანიც კი არანაკლებ ერკვევა მოვლენებში, (რაც მოქმედებს მასზე და მის ქვეყანაზე), ვიდრე პოლიტიკოსები და პოლიტიკანები, რომლებიც ამ მოვლენების სათავისოდ გამოყენებას ცდილობენ. ისინი დასკვნებს აკეთებენ თავისი ქვეყნისა და ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე და სწორედ მათი დამსახურებაა, რომ საქართველომ ამ მართლა აზვირთებულ ოკეანეში და ცეცხლმოკიდებულ სამყაროში ძალიან სწორი გზა აირჩია, დანის პირზე მშვიდად მივდივართ, გადავრჩით და მშვიდობას ვინარჩუნებთ.

ძალიან საოცარ დროში ვცხოვრობთ. ჩემი თაობა არის ის, რომელსაც სრულყოფილად შეუძლია ეს მოვლენები დაინახოს, რადგან ჩვენ ვართ ერთადერთი თაობა, რომელმაც გააკეთა ღირებულებით არჩევანი და ეს არჩევანი როდესაც გააკეთა საბჭოთა კავშირიდან გამოსვლის დროს, ამ არჩევანთან ერთად მოვდივართ დღეს მთელი საქართველო, ამ არჩევანმა გამოკვეთა ჩვენი მიზანი და ჩვენი გზა, რომ ჩვენ მივდივართ თავისუფლების, უსაფრთხოებისა და განვითარების სივრცეში. ეს არჩევანი არ შეგვიცვლია და ამ გზიდან არ გადაგვიხვევია.

9 აპრილს მსოფლიოს ვანახეთ, რომ ჩვენთვის თავისუფლებას სიცოცხლის ფასი ჰქონდა. მაშინ, როდესაც არჩევანს ვაკეთებდით, კოშმარულ სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდით, რომ 21-ე საუკუნეში ევროპას დასჭირდებოდა იმის შეხსენება, რომ როდესაც ადამიანი ლოცულობს, არ შეიძლება იმას პასუხი აგებინო ამისთვის – რწმენის თავისუფლება მთავარია, არ შეიძლება ცენზურა გქონდეს და მედია დახურო, არ შეიძლება არჩევნებს აუქმებდე“, – აღნიშნა ლელა რაზიკაშვილმა.

ასევე იხილეთ