ჯანდაცვის მინისტრმა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლებს 8 მარტი მიულოცა

ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლებს 8 მარტი მიულოცეს.
მიხეილ სარჯველაძემ სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს მოქალაქეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სადარაჯოზე ყოფნისთვის მადლობა გადაუხადა. ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ მათი როლი ამ მიმართულებით უმნიშვნელოვანესია და პროფესიულ საქმიანობაში წარმატება უსურვა.