leaderboard_below_slide
left_sabechdi

საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი თბილისიდან 63 კილომეტრში, სოფელ ახადთან იყო.

მათივე ცნობით, მიწისძვრის სიმძლავრემ 4 მაგნიტუდა შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით, თბილისის დროით 09:26 საათზე, მიწისძვრა სომხეთში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 30 კილომეტრშიც მოხდა, რომლის სიმძლავრე 5.1 მაგნიტუდა იყო.

მიწისძვრა იგრძნობოდა საქართველოშიც.

ასევე იხილეთ