leaderboard_below_slide
left_sabechdi

მარიამ ქვრივიშვილი: გუდაურში მიმდინარე შეჯიბრი ძალიან წარმატებულია ჩვენი ქვეყნისთვის

“ჩვენ უკვე 300-ზე მეტ საერთაშორისო სპორტსმენს ვუმასპინძლებთ ჩვენს სათხილამურო კურორტებზე. მიმდინარე შეჯიბრიც ძალიან წარმატებულია ჩვენი ქვეყნისთვის”, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა ჟურნალისტებთან.

მინისტრის მოადგილე გუდაურში იმყოფება, სადაც მსოფლიო თასის მესამე ეტაპი იმართება სნოუბორდ კროსში.

“ჩვენ უკვე 300-ზე მეტ საერთაშორისო სპორტსმენს ვუმასპინძლებთ ჩვენს სათხილამურო კურორტებზე. მიმდინარე შეჯიბრიც ძალიან წარმატებულია ჩვენი ქვეყნისთვის. ძალიან დადებითი შეფასებები მიიღო ჩვენმა ქვეყანამ, მთის ტრასების სააგენტომ, ფედერაციამ შესრულებული საქმისთვის, რამაც განაპირობა ჩემპიონატის ძალიან მაღალი ხარისხით ჩატარება”, – აღნიშნა ქვრივიშვილმა.

ასევე იხილეთ