ოზურგეთის მერმა, გიორგი ღურჯუმელიძესთან ერთად, მრავალშვილიან ოჯახებს ქალთა საერთაშორისო დღე – 8 მარტი მიულოცა

ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ, მოადგილესთან, გიორგი ღურჯუმელიძესთან ერთად, მრავალშვილიან ოჯახებს ქალთა საერთაშორისო დღე – 8 მარტი მიულოცა, ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მერია ავრცელებს.
“8 მარტი – ქალთა საერთაშორისო დღე სოფელ შემოქმედში მცხოვრებ ვერა და ანა ვაჩნაძეებს მივულოცეთ. ქალებს ტრადიციულად უმნიშვნელოვანესი როლი და ადგილი აქვთ ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებაში – ქვეყნის სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ განვითარებაში. მინდა, ყველა მათგანს მივულოცო დღევანდელი დღე და ვუსურვო ბედნიერება, წინსვლა და წარმატებები!”, – აღნიშნა ოზურგეთის მერმა.